ალექსანდრე მოწერელია: დღეს ჩვენ გულწრფელად უნდა ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე, რადგან ამას ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს

“სამეგრელო, საქართველო, ჩვენი სამშობლო, გამარჯვებასთან ერთად განუყოფელ სახელმწიფოსთან ასოცირდება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სამეგრელოა- ადგილი, სადაც გიორგი ჭყონდიდელისა და დავით აღმაშნებლის მიერ სული ჩაედგა და დაიგეგმა აგვისტოს დიდი გამარჯვება დიდგორი, რომლის შედეგად შეიქმნა შუა საუკუნეების წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო.
იგი შეიქმნა ბრძოლით, რწმენით , შრომით, უშრეტი ძალისხმევით, რაშიც სამეგრელოს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
მაშინ საქართველო მარტო, მოკავშირეების გარეშე იყო. დღეს სხვა ვითარებაა.
არავის დაავიწყდეს, რომ აფხაზეთის გასაღები სამეგრელოში დევს და თანმიმდევრული პოლიტიკით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების- აშშ და ევროკავშირის დახმარებით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას, სადაც ღირსეულად იცხოვრებენ აფხაზებიც და ოსებიც . რუსეთის ოკუპაციის დასრულება და ძლიერი საქართველოს შექმნა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მეშვეობით არის შესაძლებელი.დღეს უკრაინა მთელი ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით ებრძვის რუსულ იმპერიალიზმს და ამ დიდ ბრძოლაში ქართველი ვაჟკაცებიც მონაწილეობენ ბევრი მათგანი ჩვენი კუთხის შვილია , ვუსურვოთ მათ უკრაინელ ხალხთან ერთად გამარჯვება.

დღეს ჩვენ გულწრფელად უნდა ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე, რადგან ამას ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს. ჩვენი სამშობლო ამ მდგომარეობიდანაც გამოვა ისე, როგორც აქამდე ბევრჯერ ახერხებდა ამას. გამდიდრდება,გაძლიერდება ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც, გახდება ის საქართველო, რაზეც ოცნებობდა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ამიტომ ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი ღრმა რწმენა, რომ ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს არის უმეცრი, უგუნური ხელმძღვანელობის , ნეპოტიზმის , კორუფციის, უპასუხისმგებლობის, რაც ბოჭავს ერის ძალისხმევას, რომ წინ წავიდეს. ყოველთვის, ჩვენი ისტორიის თუნდაც ყველაზე მძიმე ჟამს, კომპეტენტური და ენერგიული ხელისულება იღებდა ხალხის ასევე ენერგიულ მხარდაჭერას, რაც საჭირო იყო გამარჯვების მისაღწევად. დიახ, ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი , გვაქვს იმდენად, რამდენადაც ერთმანეთს ვიცნობთ- ორი წელი ვიმუშავე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად და მახსოვს მოსახლეობის მხარდაჭერა , ერთსულოვნება. ერთი მიზანი- სამეგრელოს გაძლიერება გვაერთიანებდა. არ იყო ფუჭი დაპირებები- რისი საშუალებაც გვქონდა, ვაკეთბდით, რისიც არა- ამასზეც გულწრფელად ვსაუბრობდით. მთავარი გახლავთ ის, რომ არც ნეპოტიზმზე იყო საუბარი, არც კორუფციაზე არც უპასუხისმგებლობაზე და ტყუილზე , საჯარო სექტორიც და მოსახლეობაც საერთო მიზანს ემსახურებოდა. კოვიდის მართვისას მოსახლეობის ყოფითი კულტურის და ნდობის შედეგად შევძელით, რომ დიდი მსხვერპლი აგვეცილებინა და ეს ყველაფერი სწორედ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. მე არ შევუდგები ჩამოთვლას, გახსენებას, რეგიონში განხორციელებული პროექტების , ზუგდიდის კეთილმოწყობისა თუ სხვა. ყველას გახსოვთ 2018 წლის და 2020 წლის პერიოდი- ბევრი რამ შევძელით ამ მცირე დროში, თუმცა ძალიან ბევრი კიდევ გასაკეთბელია, და მე მჯერა, რომ ერთად გავაკეთებთ. არჩევნები კარს მოგვადგა და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს – გახარია სწორი არჩევანი საქართველოსთვის -სამეგრელო საქართველოსთვის!-აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

banner
წინა სტატიაშირუსებმა, უკრაინელ სამხედოს თავი მოაჭრეს და ბოძზე წამოაცვეს
შემდეგი სტატიასამტრედიაში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა