ალექსანდრე მოწერელია – ჩვენს ქვეყანას სჭირდება საკითხების განხილვა პარლამენტში და არა ქუჩაში

ჩვენს ქვეყანას სჭირდება საკითხების განხილვა პარლამენტში და არა ქუჩაში. არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, დემოკრატიულად, ჩვენ ვამაყობთ იმით, როგორ ჩავატარეთ არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში. შესაბამისად, ყველა ის შედეგი, რაც დაიდება, იქნება აბსოლუტურად ის გამოხატულება, რაც ჩვენმა ამომრჩეველმა თავისი ხმის მიცემით გამოხატა და ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას და ქვეყნის მომავალს, ამის შესახებ “ქართული ოცნების” აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქე-ადამიანი, როგორც ყველაზე დიდი ღირებულება.

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება საკითხების განხილვა პარლამენტში და არა ქუჩაში. არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, დემოკრატიულად, ჩვენ ვამაყობთ იმით, როგორ ჩავატარეთ არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში. შესაბამისად, ყველა ის შედეგი, რაც დაიდება, იქნება აბსოლუტურად ის გამოხატულება, რაც ჩვენმა ამომრჩეველმა თავისი ხმის მიცემით გამოხატა და ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას და ქვეყნის მომავალს.
მთავარი პრიორიტეტი მოგეხსენებათ, „ქართული ოცნებისთვის“, ეს არის მოქალაქე-ადამიანი, როგორც ყველაზე დიდი ღირებულება. შესაბამისად მთავარი პრიორიტეტი ეს არის ადამიანის უფლებები, ეს არის სტაბილურობა, მშვიდობა, იმისათვის რომ ქვეყანა განვითარდეს, ჯანდაცვა, განათლება და რა თქმა უნდა თქვენ მოისმინეთ პრემიერმინისტრის განცხადება, იმის შესახებ, რომ რეგიონებში, რაც ყველაზე უფრო აინტერესებთ, ეს არის სისტემური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, როგორც რეგიონებში, ასევე დიდ ქალაქებში ისარგებლონ შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ეს არის რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება მომდევნო 4 წელიწადი და რა თქმა უნდა განახლება. გუნდი განახლდა, ეს მუდმივი თანამდევი პროცესია, და რა თქმა უნდა რეფორმები, იმისათვის რომ ქვეყანა დაწინაურდეს“-აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაშიდათვლილია თბილისის 6 ოლქი, 6-ვეში მეორე ტურები იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ვაფასებ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ დასკვნებს, განვაგრძობთ საქართველოს მდგრადი დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას