ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 27, 2020 19:01

ალექსანდრე მოწერელია:  ჩვენი ვალდებულებაა მხოლოდ მშვიდობიანი გზით   ყველაფერი  გავაკეთოთ  ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების” აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში, ფახულანის საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით წალენჯიხაში, ფახულანის საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად მივედი და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგეთ.
ჩვენი ვალდებულებაა, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. მშვიდობას და მეგობრობას, ალტერნატივა არ გააჩნია. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ შერიგებისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ”- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 27, 2020 19:01