ალექსანდრე მოწერელია – ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში – მადლობა ნდობისა და მხადაჭერისთვის

“ქართული ოცნების” აბაშის,მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარიბის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ ამომრჩეველს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩემო აბაშელებო, მარტვილელებო, ჩხოროწყუელებო და წალენჯიხელებო, მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
გილოცავთ ღირსეულ და დამაჯერებელ გამარჯვებას, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში. თქვენი მხარდაჭერა მაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი ვაკეთო თითოეული თქვენგანის კეთილდღეობისთვის.

მადლობას ვუხდი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ნდობისა და შესაძლებლობებისთვის, რომელიც მათ მომცეს!
ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია და ერთად უნდა განვაგრძოთ გზა ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ.
ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ”- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” – 45.8%; “ნაციონალური მოძრაობა” – 26.4% – ISFED ანგარიში
შემდეგი სტატია„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მძიმედ აფასებს