ალექსანდრე მოწერელია: ჭალე- ფახულანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს არაერთხელ წამოჭრილა ჭალე- ფახულანის დამაკავშირებელი გზის პრობლემა, შესაბამისად ეს საკითხი მაშინვე დავაყენე დღის წესრიგში და დავპირდი მოსახლეობას, რომ პროექტი დაიწყებოდა.
მას შემდეგ მაქვს კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან გავაჟღერე ამ პროექტის სწრაფად დაწყების მნიშვნელობა და გადავეცი ჩვენი მოქალაქეების მოლოდინი. მოხარული ვარ, რომ შემიძლია შეგატყობინოთ – ამ მნიშვნელოვანი დაპირებული გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
ფახულანი არის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელი და ჭალე მისი მიმდებარე სოფელი, ამიტომაც ამ გზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია”, -წერს  მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 21 მისამართზე განხორციელდა
შემდეგი სტატიაკელი დეგნანმა ივანიშვილს მთავრობის გადაყენება მოსთხოვა