ალექსანდრე ლუკაშენკოს განკარგულებით სააფთიაქო ქსელიდან კერძო შუამავლები განიდევნებიან

ბელორუსული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განკარგულებით, სააფთიაქო ქსელიდან კერძო შუამავლების მიერ შეტანილი ძვირადღირებული მედიკამენტები განიდევნებიან და სახელმწიფო ამ სფეროს მთლიან მონოპოლიზაციას მოახდენს..
,, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, წამლების წარმოებისა და გასაღების სისტემა მთლიანად გამჭვირვალე უნდა გახდეს. ეს ეხება არა მარტო სამამულო ნაწარმს არამედ იმპორტირებულსაც. შუამავლების წილი წამლის ფასის ნახევარზე მეტია, რაც აძვირებს პროდუქციას. ამას ჩვენ ვერ მოვითმენთ. მთლიანად უნდა განიდევნონ კერძო შუამავლები, რომლებიც წამლებს მანეთად ყიდულობენ და ათად ყიდია. ამიტომ თუ რომელიმე შუამავალი გამოჩნდება, მას აუცილებლად მინისტრის ხელმოწერილი ნებართვა უნდა ჰქონდეს, რათა მომავალში ყველა პრობლემაზე არა შუამავალს, არამედ თავად მის მომყვან ჩინოვნიკს მოვთხოვო პასუხი,, განაცხადა ლუკაშენკოს, ფარმაცევტული წარმოება ,,მინსკინტერპაკსის,, თანამშრომლებთან შეხვედრისას.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა
შემდეგი სტატია(Video) რუსეთში პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებმა სტალინის გამო იჩხუბეს