ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში გაემგზავრა

ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

მოსკოვში, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„ორი ქვეყნის მეთაური ბელარუს-რუსეთის ურთიერთობების განვითარების აქტუალურ საკითხებს, სამოკავშირეო პროექტების ხელშეწყობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს განიხილავენ“, – წერს სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიზახაროვამ ბრიფინგზე საქართველოს ОДКБ-ში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაCNN – ტრამპს ამომრჩევლების 49% უჭერს მხარს, ხოლო ჰარისს – 46%