“ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტი, რათა არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი”

ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტი, რათა არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ოჯახს დღეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ შსს აქტიურად მუშაობს. გუშინვე ჩაატარა, ძალიან ოპერატიულად შესაბამისი სამუშაოები. მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა. ოჯახის ინიციატივითა და ტელევიზიის ჩართულობით, მოთხოვნით ჩართულია პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ძალიან ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში.

ამას გარდა, ვახტანგ გომელაურის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება საქმეში, რათა არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ვნახეთ, როგორ სცადეს, ეს ტრაგედია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოეყენებინათ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ