ალექსანდრე კრევო ასათიანი: ოცნების” წევრებს არ აინტერესებთ ეს ფული რაში გამოიყენება, ხალხს ატყუებენ. დემოკრატიის ფესტივალზე ისინიც იყვნენ დაპატიჟებულები, მაგრამ მათ არ უნდოდათ თანამშრომლობა ოპოზიციასთან

,,ოცნების” წევრებს არ აინტერესებთ ეს ფული რაში გამოიყენება, ხალხს ატყუებენ. დემოკრატიის ფესტივალზე ისინიც იყვნენ დაპატიჟებულები, მაგრამ მათ არ უნდოდათ თანამშრომლობა ოპოზიციასთან. რაც აინტერესებთ ეს არის პოლარიზაცია, იციან რომ ხალხში ვერც ივლიან და ეს არის სამწუხარო რეალობა”. განაცხადა ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე კრევო ასათიანმა.

,,ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს მათი ოქროს სასახლეებიდან არ აინტერესებთ ეს ფული რაში გამოიყენება, თუმცა სინამდვილეში საქართველოში მოსახლეობამ კარგად იცის რაში გამოიყენება ეს უზარმაზარი დახმარება. ხაშურში მცირე მეწარმემ იცის კარგად საიდან მოდის მისი გრანტები, კახეთში გლეხი, რომელმაც გადაარჩინა ენდემური ხორბლის ჯიში იცის საიდან მოვიდა მისი USAID-ის გრანტი ან შშმ პირი ბავშვის მშობლები ძალიან კარგად იციან საიდან მოვიდა ფული პროგრამებისთვის, რომელიც გამოყენებულია მათი ბავშვებისთვის და ალბათ, ყველაზე დიდი დახმარება შედის ლუგარ ლაბორატორიაში და მე მგონი კარგად იცის ქართულმა ოცნებამ ეს, უბრალოდ ატყუებს ხალხს და როცა ლაპარაკობენ, რომ, ვითომ დემოკრატიის ფესტივალი არის, რაღაც, ავტორიტარიზმის ფესტივალი ან რაღაც ეგეთი, სისულელეებს რომ
ლაპარაკობენ, სინამდვილეში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ქართული ოცნებაც იყო დაპატიჟებული იქ თვითონ არ უნდოდათ წასვლა იმ ფესტივალზე, იმიტომ, რომ არ უნდათ თანამშრომლობა დემოკრატიულ ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან, ერთადერთი რაც აინტერესებთ, არის პოლარიზაცია და კარგად იციან, რომ ხალხში ვერც ივლიან, იმიტომ, რომ ხალხს ვერ ელაპარაკებიან. ეს არის სამწუხარო რეალობა, როცა ლაპარაკობენ ეგრე ამერიკის დახმარების წინააღმდეგ, სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ლაპარაკობენ”. განაცხადა ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” , საგარეო სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე კრევო ასათიანმა, აშშ-ს მიერ 95 მილიონის შეჩერებასთან და დემოკრატის ფესტივალთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, წარმოუდგენელია შენ ქვეყანაში ებრძოდე დემოკრატიას, აფართოვებდე რუსულ გავლენებს და ამავდროულად კითხულობდე რატომ უწყდება დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიას
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა