„მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინეთი დუმს. იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა სხვადასხვა ქვეყნებში, შეუძლებელია ჩინეთი ვახსენოთ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი.“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა
„მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინეთი დუმს. ჩინეთმა ასევე ხმა არ მისცა გაეროში დევნილების რეზოლუციას. ჩინეთმა გამოაცხადა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონიდან ბუნებრივი რესურსების მოპარვა და ვითომ ქარხნის აშენება. ასეთ პირობებში და როცა ვიცით, რომ ჩინეთი რამდენჯერმე უკვე შეხვდა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნებში, არ შეიძლება ვახსენოთ ჩინეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და სამწუხაროდ, დღეს ოფიციალურად საქართველოს მთავრობის ერთადერთი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი არის ჩინეთი, ჩინეთის კომუნისტური პარტია. ეს სიტუაცია არის მიუღებელი საქართველოს ევროატლანტიკური გზისთვის.“ – განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა