ალექსანდრე კრევო ასათიანი: კობახიძეს ახლა მოუწევს ჩასვლა გერმანიაში მხოლოდ საყვედურების მისაღებად

„ისეთ დროს, როცა საქართველოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა ევროპასთან იმისათვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ, კობახიძეს ახლა გერმანიაში ჩასვლა მხოლოდ და მხოლოდ საყვედურების მისაღებად მოუწევს“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით

„ისეთ დროს, როცა საქართველოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა ევროპასთან იმისათვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ, ინვესტიციები შემოვიტანოთ და ერთად შევქმნათ მაღალ-ანაზღაურებად სამუშაო ადგილები საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, კობახიძეს ახლა მოუწევს ჩასვლა გერმანიაში მხოლოდ საყვედურების მისაღებად. ტრაგიკულია, რომ საქართველო ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ეღირსა ისეთ მთავრობას, რომელიც იმუშავებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე“ – განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აშშ-სგან დახმარების კრედიტით მიღებას დათანხმდება, ჩვენი არჩევანი ერთია – გადარჩენა
შემდეგი სტატიაალექსანდრე კრევო ასათიანი: „ქართული ოცნება“ ვეღარ გამოიყენებს სოციალურ ქსელებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად