ალექსანდრე კრევო-ასათიანი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებ

“საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე”, – ალექსანდრე კრევო-ასათიანი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო სამსახურის უფროსის მოადგილის ალექსანდრე კრევო-ასათიანის განცხადებით: “საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე და პასუხი გასცეს “ქართული ოცნებისა” და რუსულ პროპაგანდას. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო უკანონო და აგრესიული ომები მეზობლების წინააღმდეგ. ფაქტია, “ქართული ოცნება” უნდა მოშორდეს ხელისუფლებიდან და სწორედ ამისთვის გავიმარჯვებთ ერთიანობით 26 ოქტომბერს”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სადაც საქართველოს საკითხი განიხილეს, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა. “ქართული ოცნება” ამ განცხადებაში 2008 წლის ომს “სააკაშვილის ხელისუფლების ავანტიურას” უწოდებს და გამოძიებას აანონსებს.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს ჰააგისა და სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ერთადერთი ვინც ეჭვქვეშ აყენებს ამ გადაწყვეტილებებს, არის ერთის მხრივ პუტინი და მისი კრემლი და მეორეს მხრივ, ქართული ოცნება
შემდეგი სტატია“ევროკავშირში და ნატოში არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი, დაივიწყეთ ამ მთავრობით ოდესმე ევროკავშირში შესვლა”-ჟიგიმანტას პავილიონისი