ალექსანდრე კრევო-ასათიანი: დღეს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნას ველოდებით

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნას ველოდებით, ალბათ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზის ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება. უკვე წლინახევრის წინ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, სამწუხაროდ, ისეთი ხელისუფლება გვყავს საქართველოში, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა ვერ გამოიყენა, ახლა მეორე შანსი არის. კარგად ვნახეთ, რომ ამ დროის განმავლობაში არანაირი მექანიზმები ხელისუფლებამ არ გამოიყენა, თუმცა მაინც დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკომისია დაინახავს ქართველი ხალხის სურვილს, რომ იყოს ევროკავშირის წევრი.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გავაკეთეთ ამ წელიწად ნახევრის მანძილზე, რომ გვეჩვენებინა ჩვენი პარტნიორებისათვის, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. კი, შეიძლება რომ ხელისუფლება იყოს ანტიდასავლური, მაგრამ ეს ხელისუფლება უკვე წარსულის ხელისუფლებაა, მხოლოდ ათი თვე დარჩათ და ამიტომ უნდა ვიფიქროთ ყველამ მომავალზე და ეს მომავალი იქნება ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაცია.“ – განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 15:00 საათზე ოფიციალურად გამოცხადდება
შემდეგი სტატიაკარგი ამბებია თბილისისთვის