ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოს “ქართული ოცნების” სამ წევრს, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა:

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი 20:30-ზე გაიმართება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა