ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი სუს-ში უფროსის მოადგილედ გადადის?

როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შეიძლება უსაფრთხოების სამსახურის უფროსიის მოადგილედ დაინიშნოს. ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა, როგორც ჩანს, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება სუს-ის გახარიას კადრებით გაძლიერების შესახებ.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობების მიმართულებით. 2001 წელს კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორად დაიწყო. 2004-2005 წელს, 6 თვის განმავლობაში, ასევე კარიერის დასაწყისში მუშაობდა უშიშროების მინისტრის მოადგილის თანაშემწედ. 2005-2006 წლებში იყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტში საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციაზე. 2006 წლიდან საქმიანობა გააგრძელა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2009-2010 წელს კი ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე. ხოჯევანიშვილმა 2010-2012 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარედ, ხოლო 2012-2014 წლებში ს.ს. სოფლის მეურნეობის კორპორაციის დირექტორად გააგრძელა საქმიანობა. 2014-2017 წლებში მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ იმსახურა. 2017 წლის ნოემბრიდან კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხოჯევანიშვილის შესახებ მედია არაერთხელ წერდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ მნიშვნელოვან მოვლენების გაშუქებისას იგი პრინციპულ მომენტებში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან ერთად გამოჩნდა. გიორგი გახარიამ მას უწყებაში მისვლისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაყოფი – გენერალური ინსპექცია ჩააბარა და ხოჯევანიშვილი მინისტრის დასაყრდენ ფიგურას წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიბესელიასთვის ვიცე-სპიკერობის შეთავაზებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა, რაც შიდა სამზარეულოა- კობახიძე
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა