1) დღეს გახდა ცნობილი, რომ სტამბულში დაგეგმილია ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან, მათ შორის ლინდსი გრემთან. თემა: კოორდინირებული “დამანგრეველი” სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. გრემს ჯიბეში 100-დან 80 სენატორის მხარდაჭერა უდევს;
2) ევროკავშირმა დღეს შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი;
3) ევროპის საბჭომ დღეს გადაწყვიტა უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამომძიებელი ტრიბუნალის შექმნა;
4) სულ ახლახან, ჩინეთიდან სახლში მიმავალი ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა მოსკოვში დაჯდა; ლულამ აეროპორტიდან დაურეკა პუტინს. იუწყებიან, რომ ლულამ პუტინს ჩინეთის პრეზიდენტის შის პოზიცია გადასცა – ცეცხლი შეწყვიტე;
5) ზელე თურქეთში მიფრინავს;
და ბოლოს:
5) აჩრდილი დადის რეგიონში – აჩრდილი ტრამპისა.
ვალოდია რთული არჩევანის წინაშე დგას: ჩავიდეს სტამბოლში თუ არ ჩავიდეს? ჩავა და მოუწევს იმის თქმა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. არ ჩავა, და ამით აღიარებს, რომ არ სურს ცეცხლის შეწყვეტა.
როგორც ერთ სრულიად უწმაწურ ანეკდოტში”,-წერს Facebook-ში გაერო-ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსანდრე (კახა) ლომაია.