ალექსანდრე (კახა) ლომაია: თუ მან ისევ შეაჩერა იარაღის მიწოდება, ევროპელებსაც იგივე მოსთხოვა, და უკრებსაც აუკრძალა მობილიზაცია, ეს, არსებითად, უკრაინის კაპიტულაციის ტოლფასი იქნება

როგორც მოსალოდნელი იყო, 30 დღიანი ზავის წინადადებაზე პუტინმა თქვა: “კი, მაგრამ… და წამოაყენა პირობები – უკრაინას შეუწყდეს სამხედრო დახმარება, უკრაინამ აღარ ჩაატაროს მობილიზაცია. სხვა ნიუანსებიც არსებობსო.
ახლა ჯერი მართლა ტრამპის ადმინისტრაციაზეა. თუ მან ისევ შეაჩერა იარაღის მიწოდება, ევროპელებსაც იგივე მოსთხოვა, და უკრებსაც აუკრძალა მობილიზაცია, ეს, არსებითად, უკრაინის კაპიტულაციის ტოლფასი იქნება.
მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ მოხდება,-წერს Facebook-ში გაერო-ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსანდრე (კახა) ლომაია.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს. „თუმცა, გამოვდივართ იქიდან, რომ ეს შეწყვეტა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მიგვიყვანდა გრძელვადიან მშვიდობამდე და აღმოფხვრიდა ამ კრიზისის თავდაპირველ მიზეზებს“, – აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, არის ნიუანსები, რომლებზეც მოლაპარაკება უნდა აწარმოონ ამერიკელ კოლეგებთან, შესაძლოა, დაურეკონ ტრამპს და მასთან განიხილონ.

banner
წინა სტატიაშიქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია Gucci-ს კრეატიული დირექტორი გახდა
შემდეგი სტატიატრამპი:განიხილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლის საკითხი