ალექსანდრე (კახა) ლომაია- მოკლედ, კარგი ვერ მივიღეთ (ვის ჰქონდა რო ამის მოლოდინი?), მაგრამ უარესს გადავრჩით

“ტრამპი – პუტინის საუბრის პირველი შეფასება: შეიძლება, უარესი ყოფილიყო.
კარგია, რომ პუტინი დათანხმდა შეაჩეროს შეტევები უკრაინის ენერგეტიკაზე და ინფრასტრუქტურაზე (სხვათა შორის, სწორედ ამ წინადადებით ჩავიდნენ საუდის არაბეთში უკრები).
ცუდია, რომ პუტინი არ დათანხმდა ცეცხლის სრულ შეწყვეტას.
კარგია, რომ საუბრის თემა არ ყოფილა უკრაინის ტერიტორიული მთალიანობა.
ცუდია, რომ საუბრის თემა არ ყოფილა გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.
კარგია, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის თაობზე მოლაპარაკებები დაიწყოს (ცეცხლის შეწყვეტა შავ ზღვაში ასევე უკრების წინადადება იყო).
ცუდია, რომ პუტინი არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას ავიაციის სფეროში, სადაც რუსებს უპირატესობა აქვთ, და უკრებს უჭირთ.
კარგია, რომ საუბარი არ ყოფილა ნატო-ში უკრაინის წევრობაზე.
ცუდია, რომ ევროპის მონაწილეობა არ არის ნახსენები.
მოკლედ, კარგი ვერ მივიღეთ (ვის ჰქონდა რო ამის მოლოდინი?), მაგრამ უარესს გადავრჩით,-,-წერს Facebook-ში გაერო-ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსანდრე (კახა) ლომაია.

 

კრემლი – ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის შესახებ და რუს სამხედროებს უკვე მისცა შესაბამისი ბრძანება

banner
წინა სტატიაში“ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების – მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის” – ხაზარაძე
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძის გასათავისუფლებლად ყაზახეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული მხარე აქტიურადაა ჩართული – ბარამიძე