ალექსანდრე ჯეჯელევა : წელს, 13 ახალი სკოლა გაიხსნება

2016-17 წლების სასწავლო წელს ყველაზე მეტი პირველკლასელი იქნება, -ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელევამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება და სკოლები მზად არის მოსწავლეების მისაღებად. საერთო ჯამში 600-მდე სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე სკოლაში შესაძლოა არ მოესწროს სარემონტო სამუშაოების დასრულება და სწავლის დაწყება სავარაუდოდ რამდენიმე კვირით გადაიწევს.

„უმეტეს შემთხვევებში ყველაფერი არის კარგად. ცალკეული შემთხვევები გვაქვს, როგორც ლამბალო მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც მოგვიწევს გამოვიყენოთ, კანონით გათვალისწინებული უფლება, ორი კვირით გადაწევა. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ვერ მოვასწროთ ზუსტად 15-ში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და ამ შემთხვევაში სწავლამ შეიძლება გადაიწიოს რამნედიმე კვირით. ასეთი არის მხოლოდ რამდენიმე სკოლა, შეიძლება სულ 3-4 სკოლაზე ვისაუბროთ“,- განაცხადა ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, წლევანდელ სასწავლო წელს 13 ახალი სკოლა გაიხსნება.

„ძალიან დიდი სასიხარულო სიახლე არის, ის რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრების, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მიერ დაფინანსებული ჯამში 100-მდე სკოლის პირველი 13 სკოლა ამ სასწავლო წელს გაიხსნება და მე ძალიან მიხარია, რომ მიგიწვევთ აუცილებლად და გაჩვენებთ. ეს არის არაჩვეულებირივი სკოლები და ძალიან ბევრ ბავშვს ექნება საშუალება არაჩვეულებრივ გარემოში განაგრძოს ან დაიწყოს სწავლა“,-აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაორფოლოს სასროლეთზე, Agile Spirit 2016-ის ფარგლებში ღია კარის დღე იმართება