ალექსანდრე ჯეჯელავას : 2017 წლიდან, ბავშვების ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სერიოზული პრობლემაა, რომ სკოლის მოსწავლეთა ჩანთები ძალიან მძიმეა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად, მოსწავლეთა ჩანთის ჯამური წონა 2017 წლიდან შემცირდება.

აღნიშნულის შესახებ ჯეჯელავა ვიდეომიმართვაში საუბრობს.

“სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი არის ძალიან ბევრი, დიდი მძიმე წიგნი, რომელიც ყოველდღიურად დააქვთ სკოლაში. ადრე, ამ თემაზე აქცენტი გაკეთებული არ ყოფილა. ახლა მიმდინარეობს ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით შევზღუდეთ ჩანთის ჯამური წონა. ასე რომ, შემიძლია, დაგპირდეთ, რომ ახლა სექტემბერში ვერ, მაგრამ მომავალ სექტემბერს, ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება”,-განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიიზორიამ საკადრო წმენდა დაიწყო – გენშტაბში საკადრო ცვლილებებია
შემდეგი სტატიავლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია