ალექსანდრე ჯეჯელავა: ზღაპრები არ შეესაბამება საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობათა სისტემას

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, ქართული ზღაპრები საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობათა სისტემას არ შეესაბამება.

მინისტრმა აღნიშნულის შესახებ “Forbes Georgia”-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ჯეჯელავას თქმით, ქართული საზოგადოების საჭიროება 21-ე საუკუნეში უფრო სწრაფად შეიცვალა, ვიდრე განათლების სისტემამ მოასწრო შეცვლა.

“ერთი განსაკუთრებული ჩავარდნა, მაგალითად, ეხება ჩვენს ზღაპრებს, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობათა სისტემას. დოგმატური არ უნდა ვიყოთ ამ ნაწილში. ზოგიერთმა მშობელმა შეცვალა “წითელქუდა” და ისე უყვება ბავშვს, რომ იქ ნაკლები ძალადობაა. ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ასევე არ მომწონს, მაგალითად, ყველა ქართველი ბავშვი კომპიუტერთან რომ დამწკრივებულა და “Маша и Медведь”-ს უყურებს. მერე თუ ვინმეს უკვირს რუსეთის მიმართ მეგობრული განწყობა, არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ამ ასაკში თავში ჩაბეჭდილი ძალიან დიდი გავლენას ახდენს მთელ შემდგომ ცხოვრებასა და აზროვნებაზე”,-განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კოპაძე: მინდა ვთქვა, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში
შემდეგი სტატია“თავი მარტო იმ ტუალეტში შესასვლელად ხომ არ გაბიათ, მუნიციპალიტეტის პირველ სართულზე რომ ყარს?!“