ალექსანდრე ჯეჯელავა : ვფიქრობ, თსუ შეძლებს ღირსეული რექტორი აირჩიოს

განათლების მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით ვინ იქნება რექტორი ამას თავად აკადემიური საბჭო გადაწყვეტს.
რაც შეეხება ერთ-ერთი კანდიდატის, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის გია შარვაშიძისადმი სტუდენტების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს, მინისტრი თქმით შარვაშიძე ღირსეული კანდიდატია.
„თვითონ უნისვერსიტეტი ირჩევს თავის რექტორს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ისინი შეძლებენ, რომ ღირსეული რექტორი აირჩიონ. საქართველოში ადამიანი თუ სადმე უმუშავია ან იქნება ხელისუფლებაში ნამუშევარი ან კომერციულ სექტორში და თუ ვინმეს უნდა გაპროტესტება გააპროტესტებს. ბანკში რომ ემუშავა ბატონ შარვაშიძეს იტყოდნენ, რომ ბანკირი რად გვინდაო. რომ ემუშავა სკოლაში იტყოდნენ სკოლის ის რად გვინდაო. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული მენეჯერია, ძალიან კარგი გამოცდილებით,“-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება ამოქმედდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრმა დაღუპული პოლიციელის პირველკლასელი შვილი სკოლაში წაიყვანა