ალექსანდრე ჯეჯელავა: ვფიქრობ, რომ ასეთი წყნარი და დაბალანსებული წინასაარჩევნო ვითარება საერთოდ არ გვქონია

ვფიქრობ, რომ ასეთი წყნარი, მშვიდი და დაბალანსებული წინასაარჩევნო ვითარება საერთოდ არ გვქონია, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამუშაო ჯგუფის შექმნას უკასირდებოდა.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, არსებობს უწყებათაშორისო კომისია, რომელიც წინასაარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ, მშვიდად და წყნარად ჩატარებას ემხრობა.

„რაღაც პარალელური სტრუქტურა რატომ უნდა შეიქმნას? მგონია, რომ ჩვენი ახლანდელი წინასაარჩევნო გარემო, მიმდინარე პროცესები, ახლა ნაწილი ვარ ფაქტობრივად ამ ყველაფერის და ახლოდან ვუყურებ, მგონია, რომ ასეთი წყნარი, მშვიდი და დაბალანსებული წინასაარჩევნო ვითარება საერთოდ არ გვქონია”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს და საკოსნტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს სამუშაო ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაში79 წლის ციალა ჯოჯუა ისევ შიმშილობს
შემდეგი სტატიაქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე აივანი ჩამოინგრა