ალექსანდრე ჯეჯელავა: ვგეგმავ რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სამინისტროში ვიმუშავო

ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ის განათლების სამინისტროში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობას გეგმავს და “შორს მიმავალი გეგმებიც” აქვს. მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემაში ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი:

”პრემიერი სანამ არ წარადგენს და პარლამენტი სანამ არ დაამტკიცებს, 100%-იანი დარწმუნება ვერ გვექნება, თუმცა მე რამდენადაც ვიცი, პოსტზე ვრჩები. ვგეგმავ რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სამინისტროში ვიმუშავო. ძალიან შორს მიმავალი გეგმებია. ძალიან ბევრი რამ საქართველოშიც შესაცვლელია. მოგეხსენებათ, ჩვენს განათლების სისტემას სხვადასხვა დროს კოსმეტიკური რემონტი უტარდებოდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისეთი ვითარებაა, როცა საფუძველშივე არის რაღაცეები შესაცვლელი. ამას ფართო საზოგადოების ჩართულობაც დასჭირდება. ძალიან ბევრი სამსჯელო და სანერვიულო საკითხი იქნება, რომელიც ქართველებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ თავისი მომავალი თაობის განათლებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ფერეიდნელ ქართველებს საქართველოსთან კავშირში ხელი უნდა შევუწყოთ
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: რუსეთი რასაკვირველია, არ მიესალმება საერთაშორისო მშვიდობისთვის ნატო-ს აქტივობას