ალექსანდრე ჯეჯელავა უწყებაში საკადრო ცვლილებებს ამ ეტაპზე არ გეგმავს

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ აპირებს. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების საფუძველი არ არის.
„საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ. ამ ეტაპზე საფუძველი არ არის, რომ ამაზე ვისაუბროთ და ვიფიქროთ. დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, ჩვენც გვინდა შემოგვიერთდეს საუკეთესო ხალხი, თუმცა არსებულ გუნდზეც მხოლოდ უმაღლესი შეფასება მაქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
ჯეჯელავას თქმით, მისი განათლების მინისტრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
„განხილვის პროცესში ვიყავით რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამას პირდაპირი გაგებით შემოთავაზებას ვერ დავარქმევთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ორმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მიმდინარეობდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მივიღეთ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშისაზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: იმ ფონზე, როცა განათლების პოლიტიკა არ იცვლება, ეს არის დაცინვა