ალექსანდრე ჯეჯელავა: წლის დასაწყისშივე, პირველივე თვიდან გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება

განათლების მინისტრ, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, დაპირების შესაბამისად, 2017 წლის ბიუჯეტში, მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია.

მთავრობის სხდომის დასრულებს შემდეგ, ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასწავლებლების ხელფასი წლის დასაწყისშივე, 800 ლარს მიაღწევს.

“მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, როგორც იყო გათვალისწინებული, ზუსტად იმ მოცულობით იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში. წლის დასაწყისშივე, პირველივე თვიდან გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და საშუალო ხელფასი მომავალ წელს მიაღწევს 800 ლარს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას, ლარის მიმართ ნდობა უნდა გაიზარდოს
შემდეგი სტატია“დაზეპირება თურმე ავითარებს ტვინს, ამის ავტორს ეტყობა, ტვინი ერთი მონოლითური რაღაც ჰგონია”