ალექსანდრე ჯეჯელავა: წარმოდგენა არ მაქვს, რა ვადებში დატოვებენ “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს

წარმოდგენა არ მაქვს, რა ვადებში შესაძლოა დატოვონ “რესპუბლიკელმა” მინისტრებმა თანამდებობები,- განაცხადა განათლების მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ალექსანდრე ჯეჯელვას თქმით, არც ერთ შეკრებაზე, რომელსაც თავად ესწრებოდა, საუბარი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ ყოფილა.

“გუშინდელ შეხვედრაზე, სპეციფიკურ სამუშაო საკითხებზე გვქონდა საუბარი და მსჯელობა, არანაირი შეხება არ ჰქონია ამას მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან. მე ძალიან ხშირად მიწევს პრემიერ-მინისტრთან მოსვლა სამუშაო შეხვედრის ფორმატში. უბრალოდ, გუშინდელი მორიგი სამუშაო შეხვედრა დაემთხვა პრემიერისა და საკონსტიტუციო სასამართოს თავმჯდომარის შეხვედრას”,- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ალექსანდრე ჯეჯელავა ფიქრობს, რომ თუ ადგილი აქვს რაიმე დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე დაიკითხება
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მთავრობას მიმართავს, წინასაარჩევნოდ პროექტების რეკლამირებისგან თავი შეიკავოს