ალექსანდრე ჯეჯელავა: სასწავლო პროცესის დაწყებას ისე ვხვდებით, პირველ კლასში დაბრუნება მოგინდებათ

როგორც ცნობილია, 20 სკოლაში დღეს, სწავლა არ დაიწყო.

“ზოგიერთ მათგანში, 2 დღით გადაიდო სწავლა, სარემონტო სამუშაოების გამო. 13 სკოლა ამ ოციდან, ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ არის აშენებული, სადაც მიღება-ჩაბარების ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს საათები შაბათი დღეების ხარჯზე დაკომპენსირდება”, – აღნიშნა მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მთავარი სიახლე, რაც წლევანდელ სასწავლო პროცესს თან ახლავს, მოსწავლეთა რაოდენობაა.

“ყოველწლიურად, სულ უფრო მეტი ბავშვი შედის სკოლაში. არის შემთხვევები, რომ ორი მეთორმეტე კლასი ამთავრებს სკოლას და მიიღეს ცხრა პირველი კლასი, რაც არის მთავარი სასიხარულო სიახლე. მეორე სასიხარულო ამბავი არის ის, რომ ჩვენი მასწავლებლები, ახალი შემართებით, მოტივაციით შეუდგნენ სასწავლო პროცესს. როგორც ვთქვით, არც ერთი “ჩაჭრილი” და შეშინებული მასწავლებელი არ გვეყოლება ამ ქვეყანაში.

მესამე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ ძალიან ბევრ სკოლაში, ისეთი გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ვხვდებით სასწავლო პროცესის დაწყებას, რომ პირველ კლასში დაბრუნება მოგინდებათ”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საგარეო უწყება – ევროკავშირის საბჭო საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციას 11 ოქტომბერს განიხილავს
შემდეგი სტატია“საუბარი ნამდვილად იყო, ამას ვადასტურებ” – ბურჭულაძე გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერზე