ალექსანდრე ჯეჯელავა : საქართველოში გიულენის მიერ დაფინანსებულ სკოლებში ამ ეტაპზე არანაირი კანონდარღვევის შემთხვევები არ ყოფილა

საქართველოში მდებარე ფეთჰულა გიულენის მიერ დაფინანსებულ სკოლებში ამ ეტაპზე არანაირი კანონდარღვევის შემთხვევები არ ყოფილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს სკოლები აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით და იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა მტკიცებულებები დარღვევებთან ან კანონი დარღვევასთან დაკავშირებით, აუცილებლად ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის საფუძველი,

„ფაქტია, რომ გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მთელ მსოფლიოში, ბევრ ქვეყანაში ფინანსდება, მათ შორის არის სკოლების ქსელი საქართველოში, რომელიც ამ მიმართულებიდან ფინანსდებოდა. ეს სკოლები არის უმეტეს შემთხვევაში აკრედიტებული ჩვენი კანონმდებლობით, ქართულ ენაზე მიდის სწავლება ჩვენი პროგრამების მიხედვით. შესაბამისად არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიმე ტერორიზმთან ან სხვა საახის უკანონობასთან კავშირი ჰქონდეს სკოლებში აქამდე არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს კანონი და სავსებით კონკრეტულად გაწერილია ამ კანონში საფუძველი აკრედიტაციის შეწყვეტის. მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ აღმოჩნდა მტკიცებულებები დარღვევებთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ აუცილებლად ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, თუნცა ამ წუთებში ასეთი მტკცებულებები ჩვენ არაგვაქვს”. – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი დასაქმების კუთხით პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიამერაბ მეტრეველი : უცნობი პირები მოქალაქეებთან სახლში მიდიან და ჩვენი პარტიის სახელით თანხას ითხოვენ