ალექსანდრე ჯეჯელავა: სადაც დაზეპირება აუცილებელია, უნდა დარჩეს, სადაც არ არის აუცილებელი, უნდა შემცირდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში, სხვადასხვა საგნებში ე.წ. დაზეპირების ტენდენცია უნდა შემცირდეს, თუმცა ეს აუცილებელ საზეპიროებს არ ეხება.

ამის შესახებ ჯეჯელავამ პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„საზეპირო რომ ვახსენე, ყველამ ჩათვალა, რომ „ვეფხისტყაოსანზეა“ საუბარი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სკოლებში ადგილი აქვს ფორმულების, გეოგრაფიული ფაქტების, ისტორიული თარიღების დაზეპირებას. სადაც დაზეპირება აუცილებელია, უნდა დარჩეს, სადაც არ არის აუცილებელი, უნდა შემცირდეს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან 20 000-მდე პედაგოგის ხელფასი 800 ლარი გახდება.

banner
წინა სტატიაშიმარტინ შულცი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების პროცესი დაგვეჩქარებინა
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე: „საქართველომ უნდა არჩინოს „მრეწველები“