ალექსანდრე ჯეჯელავა: “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვების ძალიან მაღალი შანსი აქვს

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” არჩევნებში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს.

მინისტრის თქმით, პარტიის წევრი არ არის და მისი შეხედულება მეტ-ნაკელბად ობიექტურია.

“ჯერ სულ ახლახან შემოვუერთდი ამ მთავრობას. პარტიის წევრი არ ვარ – შესაბამისად, მგონია, რომ მეტ-ნაკლებად ობიექტური შეხედულება მაქვს. ვფიქრობ, პარტია “ქართულ ოცნებას” ძალიან მაღალი შანსი აქვს. ჩემს გარშემო განწყობა, რითაც შემიძლია ვიმსჯელო, ოპტიმისტური და პოზიტიურია”, – განაცხადა ჯეჯელავამ საგურამოში “ქართული ოცნების” ახალი სახეების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში საზოგადოებას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 15 ახალი სახე წარუდგინა.

 

banner
წინა სტატიაშისალომე ჩარკვიანის ახლობლები გუშინდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
შემდეგი სტატია“დღეს ხელისუფლებას უფრო მეტი დრო ჰქონდა იმისთვის გაეაზრებინა, რაღაც სახეები შეერჩია”