ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგების გამოცდის შედეგებში პრობლემას ვერ ხედავს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა, მასწავლებლის საგნის გამოცდის შედეგებში პრობლემას ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, კარგი გამოცდა არ არის.

”ვფიქრობ, პრობლემა არ გვაქვს. გვაქვს კიდევ ერთი გამოცდის შედეგები. ჩემი პოზიცია ამ გამოცდებთან დაკავშირებით იცით. ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომელიც პრეტენდენტების 70%-80%-ს ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, მგონია, რომ არ არის კარგი გამოცდა. ეს დღეს უკვე იმდენად პრობლემა არ არის, როგორც იყო, რადგან ჩვენ მასწავლებლებს უკვე დავპირდით, რომ იქნება გამოცდის ბევრი ალტერნატივა. საგნის გამოცდა მხოლოდ ერთი მეთოდი იქნება, ასევე იქნება პედაგოგიკის უნარების გამოცდა, ადრე იყო და დავაბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება არჩევითი. მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, გადაწყვიტონ რომელი მიმართულებით წავიდნენ. ასევე, გვექნება კრიტერიუმები, მასწავლებლის სოციალური აქტივობა, ბავშვებთან, მშობლებთან, ოჯახებთან მუშაობა, რათა ბავშვები მეტად დაამოტივირონ, მაგალითად, პროფესიული ორიენტაციის კუთხით ან პატრიოტიზმის კუთხით”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ცნობისთვის 2016 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა 13 673-მა ვერ მოახერხა.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე დავით გერლიანის საქმეზე დაიკითხება
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ბიზნესოპარატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა