ალექსანდრე ჯეჯელავა: NDI-ის კვლევის საიმედოობაზე არ მაქვს კარგი შეხედულება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე NDI-ის კვლევების საიმედოობაზე კარგი შეხედულება არ აქვს.

ამის შესახებ ალესანდრე ჯეჯელევამ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, NDI-ის კვლევას შეეხებოდა მოსახლეობის ინტერნეტზე წვდომასთან დაავშირებით.

“კვლევის საიმედოობაზე არ მაქვს ძალიან კარგი შეხედულება, სამწუხაროდ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების გაზრდას, ეს ცალსახა ამოცანაა. მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანამ, ვინც იგივე განათლების, ან ეკონომიკის კუთხით მოინდომა და შეძლო სწრაფი გაუმჯობესება, ინტერნეტის გამოყენება პრინციპული იყო. სახელმწიფო სერვისები ჩვენს ქვეყანაში ძალიან მდიდარია ამ მიმართულებით. განათლების სამინისტროში ვმუშაობთ, რომ განათლების მიმართულებით ტექნოლოგიების გამოყენებაზე სკოლას, რეგიონს და მოსწავლეს ჰქონდეს ინფორმაცია”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს უპრეცედენტო პროექტი, სოფლებში ჩქარი ინტერნეტის შეყვანის თაობაზე.

„ყველა მოზრდილ სოფელში ჩვენ გვექნება ოპტიკური კავშირი. სხვა ქვეყნების გამოცდილება რომ ნახოთ, ასეთმა პროექტებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია განათლებაზე, ეკონომიკაზე და სხვა სფეროებზეც. მე პირადად, მეჩვენება, რომ მეტს უნდა ჰქონდეს ინტერნეტზე წვდომა”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) “მე დავასახელებ გვარს – მოსამართლის სკანდალური განცხადება პოკურატურაში შესვლამდე
შემდეგი სტატიაშტაინმაიერი: აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალს გაურკვეველს გახდის