ალექსანდრე ჯეჯელავა: მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების ნებისმიერ ნაბიჯს მივესალმები

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას მიესალმება. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილის გადაწყვეტილება დადებითი ნაბიჯია.

„ნებისმიერ ნაბიჯს ამ ადამიანის ჩამოშორებისა პოლიტიკიდან, მივესალმები, უდაოდ. ვფიქრობ, დადებითი ნაბიჯია, თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს. მგონია, რომ ძალიან რთულია პოლიტიკური ცხოვრება და არის დრო, როცა უნდა იაქტიურო და არის დრო, როცა უნდა ჩამოშორდე“, -აღნიშნა ჯეჯელევამ.

კითხვაზე – ეს გადაწყვეტილება ხომ არ გააჯანსაღებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, განათლების მინისტრი პასუხობს: “ვფიქრობ, ქართულ-უკრაინული ურთიერთობა იყო პარტნიორული და იქნება პარტნიორული. ჩვენ მივესალმებით უკრაინული მთავრობის ნებისმიერ ნაბიჯს ჩვენი ურთიერთიერთობის გაღრმავების კუთხით”.

უკრაინის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიKit Kat-მა სტუდენტის მანქანა შოკოლადებით გაავსო
შემდეგი სტატიაერდორანის თქმით, თურქეთი ევროპის გარეშე გზას ირჩევს