ალექსანდრე ჯეჯელავა : მედიის ჰობია, რომ ამაზე ისაუბროს, სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება

სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება – ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„როგორც ჩანს, მედიის ჰობია, რომ ამაზე ისაუბროს. სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება და არანაირი კონკრეტული გეგმები ამ მიმართულებით არ არის. მე ვამბობ იმას, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერ მენეჯერს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რომ საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს. თუ პრემიერ-მინისტრი დაინახავს ასეთი ცვლილებების აუცილებლობას, არაფერი წინ არ დაუდგება იმას, რომ განხორციელდეს. ამ ეტაპზე ასეთი გეგმები არ არსებობს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაში162-ე სკოლის დირექტორი თანამდებობის დატოვებას გეგმავს
შემდეგი სტატია“ცენტრ პოინტის” საქმე – პროკურატურის მიერ დაზარალებულთა სიაში შეყვანილ სამი პირს კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ აქვს