ალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურის სამსახურის რეფორმას გეგმავს

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი მანდატურის სამსახურის რეფორმას აანონსებს. ამის შესახებ მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებსგანუცხადა.

“მე მანდატურის სამსახური მომწონს, ვთვლი, რომ უნდა იყოს. თუმცა, თავიდან, როდესაც ეს სამსახური შეიქმნა, მას ჰქონდა დიზაინიც და იმიჯიც ბუის და პოლიციელის. ბუა იყო მოსწავლისთვისაც, მასწავლებლისთვისაც და დირექტორისთვისაც. როგორც ვიცი, პირველი 20 მანდატურივინც იყო, ყველა სკოლის დირექტორი გახდა. ეს ნიშნავს, რომ ისინი დირექტორებს ძირს უთხრიდნენ და მათ სკამს ფეხებს აჭრიდნენ და შემდეგ თვითონ დაჯდნენ. 21 დირექტორი რას გრძნობდა ხომ ხვდებით?! კარგია, რომ ახლა მანდატური დირექტორს დაექვემდებარა. სამმხრივი ხელშეკრულებაა დადებული. ფულს უხდის სამინისტრო, თუმცა მანდატური დირექტორის თანამშრომელიც გახდა. ეს პოზიტივია, თუმცა, ბუას იმიჯი და ფორმა, რომელიც პოლიციელისას გავს კვლავ დარჩა. სიტყვა მანდატურიც კომენტანტის ბიძაშვილია. ვფიქრობ, სახელი უნდა შეეცვალოს. რამე უსაფრთხოების და დაცვის შინაარსის მქონედ”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ მოახერხებს და მანდატურებს რაიმე წრეს ან კლუბს ჩააბარებს. “მაგალითად საგზაო უსაფრთხოების წესები რომ ასწავლონ მოსწავლეებს კარგი იქნება, ასე უფრო “ნავაროჩენი” ტიპი გახდება”.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, გაურკვეველია მანდატურის სამსახურის და ფსიქოლოგიური ცენტრის კავშირიც.

მინისტრმა განმარტა, რომ ყველა ცვლილებას იგი დემოკრატიულად, კონსულტაციების საფუძველზე გეგმავს. მანდატურის სამსახურის სახელის ცვლილებაზე კი კონკურსს გამოაცხადებს და სოციალური კამპანიის წარმოებასაც აპირებს. აღნიშნულ ცვლილებებს მინისტრი დაახლოებით 6 თვეში გეგმავს.

 

banner
წინა სტატიაშინატოს ვარშავის სამიტს 58 ოფიციალური დელეგაცია, 2 500-მდე დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი დაესწრება
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმის გამო, ბათუმის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება