ალექსანდრე ჯეჯელავა: ხელფასების შემცირება არ იგეგმება

ხელფასების შემცირება არ იგეგმება იმიტომ, რომ არასწორია ეს მენეჯერული თვალსაზრისით- ამ განცხადებას განათლების მინისტრი აკეთებს და უწყებაში დაგეგმილ ოპტიმიზაციის პროცესს განმარტავს. ალექსანდრე ჯეჯელვა ამბობს, რომ განათლების სამინისტროს ოპტიმიზაციის შესახებ მუშაობა უკვე დაწყებული აქვს . მისი თქმით, ოპტიმიზაცია წელს წლის ბოლომდე დასრულდება და უწყება მუშაობას ახალი სტრუქტურითა და ახალი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას.

„ხელფასების შემცირება არ იგეგმება იმიტომ, რომ არასწორია ეს მენეჯერული თვალსაზრისით. ოპტიმიზაცია წელს წლის ბოლომდე დასრულდება და მომავალი წლიდან ჩვენი სამინისტრო ახალი სტრუქტურითა და ახალი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას და ეს განმეორდება ყოველ წელს, როგორც არის საუკეთესო მენეჯერული პრაქტიკა,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიმედია პრობლემები და “რუსთავი2”-ის საქმე- სახალხო დამცველის ანგარიში
შემდეგი სტატიათურქეთში პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა