ალექსანდრე ჯეჯელავა : “იქნებ ამიხსნათ რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები?”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა განთლების სისტემის უმთავრეს პრობლემად „უინტერესო სკოლის“ არსებობას მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი მიზანია სკოლა გაცილებით უფრო საინტერესო გახდეს, ვიდრე ის დღესაა და რომ 2 წელიწადში ეს ასეც იქნება.

ამის შესახებ მინისტრმა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მასწავლებლის როლი – სწორად და საინტერესოდ მიაწოდოს მოსწვალეს განათლება, უმნიშვნელოვანესია, თუმცა ბევრად მნიშვნელოვანია თავად საკითხის შინაარსი, რაც მეტწილად გადამწყვეტ როლს თამაშობს.

„ჩემი აზრით, სკოლა უნდა გავხადოთ უფრო საინტერესო და ეს ჩემი მიზანიცაა. არსებობს მოსაზრება, რომ განათლება მასწავლებელმა სწორად უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, მაგრამ აქ მხოლოდ მასწავლებელი არაა მნიშვნელოვანი. თუკი რაიმეს კონტენტი, შინაარსი არ გაინტერსებს, ამას იძულებით ვერ მოისმენ და ვერც ისწავლი. ცხადია, მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი კონტენტი არ ვარგა, მასწავლებელს შანსი არ აქვს.

„ჩვენ კი უკვე მივედით იმ ადგილას, რომ კონტენტი რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. მაგალითად, იქნებ ამიხსნათ რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები? – რა თქმა უნდა, ვერ ამიხსნით, რადგან ამის ახსნა არ არსებობს. სინამდვილეში კი საზეპიროებს მეხსიერების განვითარებისთვის ასწავლიან, ვინაიდან უწინ, ინტერნეტამდე, მეხსიერება იყო და შესაბამისად, ეს საჭიროც იყო.

„ახლა კი აღარ სჭირდებათ, მაგრამ ინერციით, ასევ ვთქვათ „რაზგონით“ მაინც უვითარებენ. ბავშვი რომ გეკითხება „რატომ უხეთქნა, ვარსქენმა ასტამი შუშანიკს?“ – შენ ვერ აუხსნი, შანსი არაა. ამიტომ კონტენტი არის უმნიშვნელოვანესი და თუ ის ვერ მოვარჩინეთ, მასწავლებელიც ავტომატურად შარშია,“ – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება თბილისში – ხანძარს 4 ეკიპაჟი აქრობს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე : ინტერესი მაქვს, რომ დასავლური ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის მექანიზმი შევქმნათ