ალექსანდრე ჯეჯელავა: ეროვნულ გამოცდები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ქვეყანაში ეროვნულ გამოცდები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და არანაირ სირთულეს, ამ მხრივ, არ ელოდებიან. ამის შესახებ მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრში” ახლახანს იმყოფებოდა და გამოცდების მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით ცენტრის ხელმძღვანელობას ესაუბრა.
„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირ სირთულეს არ მოველით. საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად არის მომზადებული. მადლობაც ეკუთვნის ამ ცენტრ იმისათვის, რომ წლების განმავლობაში ეს საქმე ძალიან მაღალ დონეზე აიყვანეს“, – განაცხადა მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ იმედი გამოთქვა, რომ წელსაც საგამოცდო პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის და ყველა აბიტურიენტს გამოცდებზე წარმატება უსურვა.

banner
წინა სტატიაში“თუ “ქართული ოცნება” 80 ადამიანზე ნაკლებს შეიყვანს პარლამენტში, ბევრ პრობლემას მივიღებთ”
შემდეგი სტატიაპუტინის გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო