ალექსანდრე ჯეჯელავა – დედაქალაქის განვითარების საძირკველი უკვე შექმნილია იმისთვის, რომ თბილისი მოწინავე ქალაქი გახდეს ევროპაში

დავით ნარმანიას პრეზენტაცია ძალიან დადებითი და ემოციური იყო, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დავით ნარმანიას სამწლიანი ანგარიშის შეჯამების შემდეგ განაცხადა.

ჯეჯელავას თქმით, დედაქალაქის განვითარების საძირკველი უკვე შექმნილია იმისთვის, რომ თბილისი მოწინავე ქალაქი გახდეს ევროპაში.

“დავით ნარმანიას პრეზენტაცია ძალიან დადებითი და ემოციური იყო, რადგან ბევრი სატკივარი და სანერვიულო ჰქონდა სტიქიასთან დაკავშირებით, იმ ადამიანების სირთულეებთან დაკავშირებით, რომლებიც ემსხვერპლნენ და დაზარალდნენ სტიქიის შედეგად. ამას გარდა, დიდი სიამაყე დამეუფლა, მე პირადად, იმ მრავალ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა. კახი კალაძეს ვეთანხმები, რომ საძირკველი არის შექმნილი, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის განვითარება გაგრძელდეს სწრაფად, დინამიურად და ის იყოს მოწინავე დედაქალაქი ევროპაში“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურა – მოქალაქე ა.კ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს
შემდეგი სტატიასაქმეს არ უშველის „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა, მთავარია, მერიას ჰქონდეს ხედვა, როგორ მოაგვარებს პარკინგის საკითხს