ალექსანდრე ჯეჯელავა: ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა არის ჩვენი ცენტრალური ამოცანა

ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა არის ჩვენი ცენტრალური ამოცანა- ეს განცხადება, საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა. მინისტრმა ოპტიმიზაციის პროცესი კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ განათლების სამინისტროში ოპტიმიზაცია მისი მისვლისთანავე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

„სამინისტროში ოპტიმიზაცია მე რომ მოვედი იმ მომენტიდან დაიწყო და მუდმივად გაგრძელდება. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ყოველთვის უნდა გავძლიერდეთ ზოგიერთ მიმართულებით, რომელიც სტრატეგიული იქნება და სადაც ზედმეტობა გვექნება ის უნდა შევამციროთ იმიტომ, რომ ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა არის ჩვენი ცენტრალური ამოცანა,“-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიკურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს
შემდეგი სტატიაგადასახადების 60%-ით შემცირება, რეგულაციების 80%-ით გაუქმება და პოლიტიკური კლასის შეცვლა-სააკაშვილი გეგმებზე საუბრობს