ალექსანდრე ჯეჯელავა: 2017 წელი იქნება ცვლილებების წელი

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან 2016 წელი შეაჯამა.

ჯეჯელავას თქმით, მიმდინარე წელი ყველა მიმართულებით დადებითი იყო.

” ყველა მიმართულებით 2016 იყო ძალიან დადებითი, სკოლაში გვაქვს პირველიდან მეექვსე კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე ახალ სახელმძღვანელოებზე მუშაობის პროცესი დაწყებულია, მასწავლებლის სქემა დავხვეწეთ, გავხადეთ განვითარებაზე ორიენტირებული. ვფიქრობ, რომ პროფესიული მიმართულებით, ძალიან კონკრეტული, გაზომვადი მიღწევები გვაქვს.

სკოლის მიმართულებით გაუმჯობესებული გვაქვს შედეგები ზოგიერთი საერთაშორისო კვლევით, სადაც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ, ჯერ იქამდე შორია, თუმცა რაღაც პროგრესი გვიჩანს. პროფესიული მიმართულებით, დაინტერესება იზრდება, წელს პირველად შეიძლება ითქვას,რომ რიგები იყო პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაციაზე, რაც აქამდე არ ყოფილა. ​

წელს პირველად დაიწყო დუალური პროგრამა ,სწავლა და მუშაობა ერთდროულად პროფესიულ სასწავლებლებში, ესეც სასიხარულოა. უმაღლესი სასწავლებლების მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გვაქვს, როგორც რეიტინგებში, ასევე სამეცნიერო-კვლევითი პარამეტრებით.

ასევე სტუდენტებთან ჩვენი ურთიერთგაგება არის ეფექტური და გაუმჯობესების გზას ვადგევართ. ვახერხებთ რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზეც ყველაფერი რაც არის აქტუალური სტუდენტებისთვის იქნეს გათვალისწინებული და ასევე კანონმდებლობაში.

2017 იქნება დატვირთული სიახლეებით განათლების მიმართულებით, 2017 წელი იქნება ცვლილებების წელი”,- განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიN5 დაწესებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო