ალექსანდრე ინდუაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავებული ოქრუაშვილთან დაპირისპირებული არასდროს ყოფილა

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრისა და პარტიის მხარდაჭერის დაჭრაში ბრალდებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ინციდენტი ორი დღის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც ოქრუაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ბრალდებულს შეურაცხყოფა მიაყენა.

“სადგურზე ოქრუაშვილის მხარდამჭერები მართავდნენ შეხვედრას. ალექსანდრე ინდუაშვილმა იქ გაიარა და ვიღაცამ მიაყენა შეურაცხყოფა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა”, – განაცხადა დაკავებულის შვილმა.

დაკავებულის ოჯახის წევრები ასევე აცხადებენ, რომ ბრალდებული ოქრუაშვილთან დაპირისპირებული არასდროს ყოფილა.

“ძალიან შეწუხებულნი ვართ, რომ ასეთი პოლიტიკური სარჩული დაუდეს. ჩემ ძმას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არა აქვს. არც არასდროს უხსენებია, რამე შუღლი რომ ჰქონოდა ოქრუაშვილთან. პირადად მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ამ ადამიანთან. დააშავა და პასუხიც უნდა აგოს, მაგრამ პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია”-განაცხადა დაკავებულის დამ.

ოქრუაშვილის დაცვის წევრისა და პარტიის მხარდაჭერის დაჭრაში ბრალდებული პოლიციას დღეს ჩაბარდა. იგი პოლიციის შენობაში თავად გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მოგიწოდებთ, გთხოვთ, ემოციები დავაცხროთ, მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნები
შემდეგი სტატია“ეს ფაშიზმიც აღარ არის, უფრო მეტია” – მანანა კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობს