ალექსანდრე გოგინავა: ზღვა არის უსაფრთხო, ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება, რომ წყლიდან დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია

ვინ არის შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარი

ზღვა არის უსაფრთხო, ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება, რომ წყლიდან დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია, – განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

„სხვადასხვა ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ უამრავი კვლევა ჩატარდა და ცნობილია, რომ ზღვა, კონკრეტულად, წყალი არის უსაფრთხო. ანუ, ზღვიდან კორონავირუსული ინფექციის გადადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც ექსპერიმენტულად და არც კლინიკურად არავის არ აღუწერია. ამიტომ, ზღვა არის უსაფრთხო. ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება, რომ წყლიდან დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია“, – განაცხადა გოგინავამ.მისივე განცხადებით, გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ თვითონ სანაპიროზე დავიცვათ განსაკუთრებით, ფიზიკური დისტანცირება.

„აუცილებელია, დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება. ადამიანთა ჯგუფებს შორის უნდა იყოს 2,5-3 მეტრიანი დისტანცია. ეს გამოიწვევს იმას, რომ სანაპიროზე დაინფიცირების რისკებს შევამცირებთ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კათედრის მდივანი მ.ლ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატიაპროგრამა Social Impact Award 2020-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ