ალექსანდრე გოგინავა – ძალიან გაჭირდება ეპიდსიტუაციის დასტაბილურება

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ საყურადღებოა და მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს თითქმის ყველა სტრუქტურა, მათ შორის ჰოსპიტლური სექტორი.

„რაც შეეხება ზღვარს, ზღვარი პირობითია, ხდება დრო და დრო რესურსების გაზრდა, მაგრამ არ არსებობს ულევი რესურსი არც საქართველოში და არც არც ერთ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთიანად ყველამ, როგორც სამედიცინო ნაწილმა, ასევე მთლიანად საზოგადოებამ მოვახერხოთ და შევძლოთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. მოსახლეობის როლი არის ის, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები იძლევიან.

რაც შეეხება სამედიცინო სექტორს, აქ მნიშვნელოვანია, რომ სწორი და დროული ტრიაჟი მოხდეს, რათა საავადმყოფოებში მოხვდეს მხოლოდ ის მძიმე კონტიგენტის პაციენტები, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაციონარული მკურნალობის ჩატარება. საგანგაშო ძალიან ცუდად ჟღერს, საყურადღებოა სიტუაციაა და სერიოზული მდგომარეობაა“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

გოგინავას განმარტებით, ქვეყანა ახლა ვირუსის გავრცელების პიკშია შესული.

„რაც შეეხება პიკს, ბოლო რამდენიმე დღის და კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, ჯერჯერობით კვლავ მზარდია ახალი შემთხვევების რაოდენობა, ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა პიკში ვიმყოფებით და ცოტა რთულია საუბარი, რამდენ ხანს გაგრძელდება. აუცილებელია გარკვეული რეაგირება, ეს იქნება შეზღუდვების სახით, თუ სხვა რამე ჩარევები. ჩემი აზრით, უნდა განხორციელდეს ეფექტური და მრავალმხრივი წერტილოვანი შეზღუდვები.

რაც არ უნდა ეფექტური იყოს შეზღუდვა, რაც უნდა ეფექტურად იმუშაოს ეპიდსამსახურებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა, თუ მოსახლეობის მხრიდან არ იქნება ხელშეწყობა, არ დაიცავენ რეკომენდაციებს, ძალიან გაჭირდება ეპიდსიტუაციის დასტაბილურება.

ასევე, სრულიად წარმოუდგენელია, რომ დაავადებული ადამიანი გადაადგილდებოდეს ქუჩაში, რადგან ეს ყველანაირად ხელს უშლის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას. ამიტომ ვთხოვ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რათა სამედიცინო სექტორს ეფექტური, სწრაფი ღონისძიებების გატარების საშუალება მიეცეს“, – განაცხადა გოგინავამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: პაატა იმნაძე არის უბნის უფროსი
შემდეგი სტატიაზურაბ გურული – მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის პრობლემაა