საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით.
მისივე თქმით, დღეს შესრულდება რეისი ომანიდან, მასკატის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით.
„საქართველოს საელჩოები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და თანამშრომლობენ საქართველოს მოქალაქეებთან. მასკატის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ ჩვენი საელჩოს თანამშრომლები, ცხელი ხაზი გააქტიურებულია და საქართველოს საელჩოს თანამშრომლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან ყურის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებთან“, – აღნიშნა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

















