ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს – დიდი მადლობა შალვა იმ შრომისთვის, რაც ჩადე საარჩევნო ცვლილებებში

„დიდი მადლობა შალვა იმ შრომისთვის, რაც ჩადე საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით. მადლობა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ ცვლილებების მომზადებაში. ეს ეროვნული სიკეთეა“,-ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა კონსტრუქციულად წარიმართა და ძირითად საკითხებზე შეთანხმება შედგა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული რამ ხდება დღეს და დარწმუნებული ვარ საერთო ძალისხმევით, საერთო კონსენსუსით გავა მეორე ჯერაც საარჩევნო ცვლილებები და სულ მალე მივიღებთ ამ კოდექსს.

ამ მომენტს ველოდით ჩვენ, რომ ყველანი შევთანხმდებით იმაზე, რის გამოც ვილანძღებოდით, ვიცოდით, რომ ეს ისტორიული დღ მოვიდოდა, შევთანხმდებით უმთავრეს რამეზე. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების შემდეგ დიდი ბრძოლები გველის რეალურ სასამართლო რეფორმასთან და რეალურ მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით და კიდევ სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვისურვებდი, რომ გარემო და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ასე განსხვავებული პარტიების წარმომადგენლების მხრიდან იყოს ისეთი, როგორიც იყო გუშინ. და ვისურვებდი, რომ ყოველ დღე ვიმუშაოთ ჩენი ქვეყნის უკეთესი დღისთვის“,-განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – „ოცნებას“ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, მოსამართლეების საკითხს მაინც თუ შემოიტანს
შემდეგი სტატიაჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან