ალექსანდრე ბარამიძე: სისტემურ დანაშაულს ადგილი აღარ აქვს

პატიმართა წამების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტებები იუსტციისა და სასჯელაღსრულების უწყებების წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათი თქმით, ისინი იცნობენ ამ დოკუმენტს, თუმცა აცხდადებენ, რომ სისტემური დანაშაული აღარ არსებობს ქვეყანაში.

„სისტემურ დანაშაულს ადგილი აღარ აქვს. წამება, როგორც სისტემური პრობლემა, აღარ არის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში და ამას ყველა აღიარებს. ცალკეული ფაქტები სისტემური დანაშაული არ არის, თუმცა იწვევს შეშფოთებას. ყველა ცალკეული ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ამაზე ვმუშაობთ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ფარგლებში,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

კომიტეტის დასკვნის მიხედვით, პატიმრებისადმი მოპყრობის მხრივ საქართველოში კვლავ რთული ვითარებაა.

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული დასკვნა უწყებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტია. თამარ ხულორდავას მტკიცებით, არ ფიქსირდება სისტემური ფაქტები, თუმცა ცალკეულ შემთხვევებზე საუბარი არის. მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

banner
წინა სტატიაშირატომ ცდილობს დეპუტატი ქუცნაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა საქმეებში ჩარევას?!
შემდეგი სტატიაპატიმრის გიგა ფარტენაძის მკვლელობის გამო 3 პირი სასამართლომ დამნაშავედ სცნო