ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

14256682_1270282866338188_337459450_nთბილისის „დინამოს“ და ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ამის შესახებ ფეხბურთელმა მეუღლის, ნინი ზარქუას facebook-ის გვერდის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია.

„მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან ძნელია ამ განცხადების გაკეთება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და სწორედ ახლა დადგა ეს დრო, როდესაც მე ვემშვიდობები ეროვნულ ნაკრებს და გადავდივარ გულშემატკივართა რიგებში.

უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელს, ყველა მწვრთნელს, ვისთან ერთადაც მომიწია ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა. დიდი მადლობა ნაკრების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან ბევრს და დაუღალავად შრომობენ. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს გულშემატკივარს თანადგომისთვის, დაფასებისთვის, სიყვარულისთვის. აქვე მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ მე ყოველთვის ვიყავი ჯანსაღი კრიტიკის მომხრე, ვითვალისწინებდი საფუძვლიან შენიშვნებს, რადგან ეს ჩემი განვითარებისათვის აუცილებელია.

თუმცა, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში, ჩემს მიმართ გამოთქმული მოსაზრებები კრიტიკის ზღვარს გაცდა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც დამეთანხმებით, მიუღებელია. უხეშმა, პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა ჩემი მისამართით, ნეგატიური გავლენა იქონია ჩემზე და ჩემს ოჯახზე. იმედი მაქვს დაფიქრდებიან ამ გამონათქვამების ავტორები და მომავალში მაინც გაითვალისწინებენ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ფეხბურთელს, რომელიც სულს და გულს დებს თავის საქმიანობაში!

ჩემი ეს განცხადება, ჩემს მიმართ უკვე გამოთქმულ შეურაცხყოფას ვერ წაშლის, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც ჯერ ყველაფერი წინ აქვთ, აღარ მოუწევთ მსგავსი გამონათქვამების მოსმენა.ყველას, ვინც აფასებდით ჩემს საქმიანობას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის“, – წერს ამისულაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი : სამ კვირაში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება