ალექსანდრე ამისულაშვილი 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა

დილიდან თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცემა.
საქველმოქმედო აქციის ინიციატორი დინამო თბილისისა და საქართველო ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილია.

თელაველი ფეხბურთელის გადაწყვეტილებით, 25 ათასი ლარი მოწყვლადი ოჯახებისთვის გამოყო და პირველადი მოხმარების პროდუქტები თელავის მერიას გამოუგზავნა, რომლის დარიგების პროცესი მუნიციპალიტეტის დარიგების მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.თელავის მუნიციპალიტეტის მერია შოთა ნარეკლიშვილი ალექსანდრე ამისულაშვილის ოჯახს გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხსიმგებლობის გამო მადლობას უხდის.
19 წლის ალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა თელავის „კახეთში“ 1998 წელს დაიწყო.
დღეს ამისულაშვილი საფეხბურთო კლუბ “თელავის” ერთ-ერთი დამფუძნებელია.
შეგახსენებთ საფეხბურთო კლუბი „თელავი“ სულ 3 წლის დაარსებულია. 2007 წლის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კახეთის გუნდი რამდენმე თვეა უვე თამაშობს.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, დამატებით პრევენციული საშუალებები გადაეცა
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში ბროშურები და პირბადეები რიგდება